უნგრეთს


როცა ზარები თავისუფლების,
რეკენ და ვხედავ შენთა ვარდობას,
მე ამ შორეულ საქართველოდან,
როგორც ძმა შენი, გითვლი მადლობას!
როცა კვლავ მესმის შენი ტკივილი
და არ გპირდება ბედი დანდობას,
მე მაინც, შენი სიმტკიცისათვის,
საქართველოდან გითვლი მადლობას!
კვლავ ისევ მტკიცედ, ძმაო, უნგრეთო,
გისურვებ რწმენის გარდუვალობას,
მე შენი დიდი წარსულისათვის
გლოცავ და ისევ გითვლი მადლობას!
მე მჯერა შენი, მიხმობ, მეძახი,
ვხედავ მომავლის შენს აღმავლობას,
როგორც ძმა შენი, სისხლი და ხორცი,
გლოცავ და გულით გითვლი მადლობას!…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი