გზას ვინ შეუკრავს იმ ყინვებს? ..
გზას ვინ შეუკრავს იმ ყინვებს? თვალს ვინ შეაჩვევს წკვარამს? ყურთან ბაყაყი ყიყინებს, თვალწინ გომბეშო მზარავს. სავალ გზებს იიოლებენ ხტუნვით და სვენებ-სვენებით, სადა ხართ, კვირიონებო, თქვენი კაშკაშა ფერებით. მე რომ მოყვრებად გიგულეთ, თქვენც ცას მიყოფდით ახლობელს, ფრთასაც არ წაჰკრავთ იმ გუბეს, სადაც ესენი სახლობენ. ამათი სადილ-სამხარი სხვისთვის რომ იქცა გოდებად, მამული უკვე გამხდარი გვირილის გულისოდენა. სადა ხართ, კვირიონებო?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი