***
თითქოს შორს , სადღაც
ვარსკვლავი მოსჩანს,
კამკამა ცაზე ბედის ვარსკვლავი
თითქოს შორიდან იმედებს გაძლევს
და ტოვებს ხაზებს ,ბედის ვარსკვლავი .
ტყეში მდინარე მოსჩქეფს ნავარდით,
და გზას მიჰყვება ქალი ლამაზი,
მისი ფეხის ხმა სიჩუმეს ფანტავს ,
და თან მიათრევს ქათქათა ფატას,
ფიქრს და ოცნებებს გზადაგზა ფანტავს.
ცაში აფრენილ ოცნების მტრედებს
ქვიშაზე ხატავს,
ტბაში წყვილებად მოფანტულ გედებს
ოცნებებს ატანს....
ნისლში გახვეულ ტანმაღალ ნაძვებს ,
სალ კლდეებს მაღლებს.
ციცინათელებს ციმციმა, მნათებს,
მგელიც ბანს აძლევს...
8.11.2021წ. სოფო ჯანხოთელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი