სტენდალი - ციტატები


გიყვარდე ნიშნავს განიცდიდე სიამოვნებას, როდესაც ხედავ, აღიქვამ და გრძნობ, რაც შეიძლება ახლო მანძილზე იმ არსებას, რომელიც გიყვარს და რომელსაც უყვარხარ…

სიყვარული მომაჯადოებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო, იგი უფსკრულის კიდეზეა…

დიახ, ცხოვრების ნახევარი და თანაც ულამაზესი ნახევარი ადამიანისთვის დაფარული რჩება, თუ მას ვნებიანი სიყვარულით არ ჰყვარებია.

სიყვარული ერთადერთი ვნებაა, რომელსაც იმავე მონეტით ანაზღაურებენ, რასაც თვითონვე სჭრის.

ყველაზე ჭკვიანი მამაკაცი უგნურს ემსგავსება, როცა უყვარს. ყველაზე უფრო ქარფშუტა ქალიშვილი ჭკვიანდება, რომ შეიყვარებს.

“ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა დედამიწაზე, რომელმაც იცის, რომ უნდა მოკვდეს….”

განმარტოვებაში შეიძლება რაც გინდა ყველაფერი შეიძინო ხასიათის გარდა.

“ადამიანებს შორის კარგად რომ იცხოვრო,მარტო შენთვის არ უნდა ცხოვრობდე…

„ისე უნდა წერო, როგორც გეწერება და არაფერი შეცვალო“.

ყველა რელიგია დაფუძნებულია მრავალთა შიშზე და ცოტათა გამჭრიახობაზე.

მსოფლიოში მხოლოდ ერთი კანონი არსებობს – გააბედნიერო საყვარელი ადამიანი.

ყველაფრის შეცნობა შეიძლება საკუთარი თავის გარდა.

“ყველაზე სასარგებლო იდეა მტარვალისთვის არის ღვთის იდეა”

ღმერთს გული გრძნობს და არა გონება. აი, რა არის რწმენა.

ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.

ქორწინება ბოროტებაა, მაგრამ აუცილებელი ბოროტება.

კაცისა და ქალის მეგობრობას საფრთხეს უქმნის დაღამება.

თუ გსურს მოიქცე ბრძნულად, მოუსმინე ცოლს და გააკეთე საწინააღმდეგო.

ქალი გულგრილია მის მიმართ, ვისაც უყვარს და უყვარს ის, ვინც მის მიმართ გულგრილია.

სისხლიანი სისულელეები გამოუსწორებელია.

როცა პირველად ნებდება, ქალი ფიქრობს, რომ მამაკაცს მთელი სამყარო მისცა, მამაკაცს კი ჰგონია, რომ მიიღო სათამაშო. ქალი ფიქრობს, რომ მისცა მარადისობა, მამაკაცს კი ჰგონია, რომ მიიღო წუთი.

იმედი იქონიე ძაღლის ერთგულებისა ბოლომდე, ქალისა- შემთხვევითობამდე.

სიყვარულს შეიძლება ეწოდოს სამგზის ქურდი: არ ეძინება, გამბედავია და ადამიანს აშიშვლებს.
როცა გაბედული და ამაყი ადამიანები საკუთარ თავს აუმხედრდებიან ხოლმე, ერთი პატარა ნაბიჯია საკმარისი, რომ გულისწყრომა სხვის წინააღმდეგ მომართონ, ამ შემთხვევაში გააფთრების გამომჟღავნება მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

უსაქმურობა – მოწყენილობის დედაა

”იგი ჰგავდა 16 წლის ქალიშვილს რომელსაც საუცხოო კანის ფერი ჰქონდა მაგრამ მაინც უგუნურად წითელ საღებავს იცხებდა საღამოზე წასვლის წინ”.

”ჭეშმარიტად მაღალი ბუნების ქალია, აი გული, რომელშიც გამეფება სასახელოა”.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი