მელი და წერო (იგავ-არაკი)
მელმან წერო იწვია. ოსპი შეუგბო და სპილენძის თეფშზე დაუსხა. ორთავ ჭამა დაუწყეს. მელი ენით სთქლაფევდა და წერო რას შესჭამდა თეფშზე? თითო-თითოს თუ აიღებდა. მეორეს დღეს წერომ იწვია მელი და მუხუდო შეუგბო და პირვიწროს ქოთანში ჩაუსხა. ორთავ ჭამა დაუწყეს. წერომ ნისკარტი ჩაყო და ჭამა დაუწყო და მელმან ტუჩი ვერ ჩასტია. რასა სჭამდა? იწყინა მელმან, გაუმტერდა და შეამყრალა. წეროს ეწყინა და თვალთა შეასკინტლა.
წყარო: www.aura.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი