ობოლი და მისი დედა (იგავ-არაკი)
იყო ერთი ობოლი მარტვილი. რა მოიზარდა, დედას ჰკითხა: - დედავ, ყოველს კაცს მამა უვის, მე რად არა მყავს? დედამ უთხრა: - შვილო, შენცა გყვანდა, მაგრა წყალმან დაარჩო. შვილმან უთხრა: - მას წყალზე ხიდი არ იდვა, მას ზედ გასულიყო? დედამ უთხრა: - იდვა, მაგრამ შორს იყო. შვილმან უთხრა: - ასრე შორს იყო, რომ აქამდის ევლო, ვერ მოუარდა? დედას გაეცინა და ეგრე უთხრა: - თუ მაგდენი გაესინჯა, არც კი დაირჩობოდა.
წყარო: www.aura.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი