ქირმან შაჰის ძე (იგავ-არაკი)
ქირმან-შაჰის ძე დია დასნეულდა. მისთვის მრავალნი მკურნალნი შეკრბნეს და ვერა არგეს რა. აბდულ-ჯაფარ წაიყვანეს. ბევრი რამ უწამლა და ღონე ვერა დაიდვა. მერმე მის ყრმის და მამა-დედისა მისისა სახე გასინჯა. მაშინ ეჭვი რამე ჩაიგდო: სახეს სახისა მსგავსება შორევდა. გამოიხმო იდუმალ დედა მის ყმისა და უთხრა: თუცა ძისა შენისა სიცოცხლე გინებს, მითხარ, ვისგან გივის? ესე შაჰის ძე არ არის, მე ვსცანო. პირველად ბევრი უარი ფიცა, მაგრამ, რა ღონე აღარ იყო, გაუმხილა და უთხრა: ქმარი ესე ჩემი უშვილო იყო და ნათესავი არა ჰყვა. მკვიდრი სხვასა რჩებოდა. ერთი მეწისქვილე ვიხელთე უაზრობისათვის და მისგან არისო. აქიმმან რა ყველაყა შეიგნა, მამა-დედას აღარ აჩვენა; საგებელი გამოაცალა, მცირე ჩალა დაუფინა; მაზე დააწვინა, წამალი აღარ უყო. თუ რამ ითხოვის საჭმელად, აგინის და მცირედი ხმიადი მისცის. თურე მამის აგებულება ჰქონდა და ძვირფასი წამალი არ იშვნია და ამით მორჩა, და მამა-დედას მთელი მიჰგვარა.
წყარო: www.aura.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი