თავტაფიანნი (იგავ-არაკი)
მე ნადირობისა არა ვიცი რა და ეს ვიცი: მე სომხითის მეფისა აქიმი ვიყავ. მასთან ვჯე. ერთი შემცოდე კაცი მოიყვანეს. მეფემ მისის თავის წარკვეთა ბრძანა. მე მცირედი დავაყოვნე, მუნვე წამალი შევაგებე. რა თავი მოჰკვეთეს მას კაცს, იგი წამალი ყიას ჩავასხი და ტაფა ყელზე დავაკარ. აღარ მოკვდა კაცი იგი და თავის ნაცვლად ტაფა ება. სიკვდილს უკან სამი-ოთხი შვილი ეყოლა და თავი არც ერთს არ ება და წვრილი ტაფები ებნეს თავთა ნაცვლად.
წყარო: www.aura.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი