უსაქმო კაცი (იგავ-არაკი)


იყო ერთი მოცლილი, უსაქმო კაცი. არას ნივთისაგან საქმარი არა იცოდა რა. შემოუვიდა გულშიგან და იწყო მიწის თხრა და ნიავება. სამს-ოთხს თვეს მის მეტი არცარა საქმე ჰქონდა და არცარას ისაქმებდა.

მოუვიდა კაცი მოურავისა, სამკალად აწვიეს და არ წავიდა: სამუშაო შინ მიცსო, გარ რად ვიმუშაოო. 

მოუვიდა მეზობლის კაცი, მამა მოჰკდომოდა, და აწვიეს: მოდი მიტირეო და აღაპიც მიჭამეო! არც მუნ წავიდა. 

მოუვიდა სხვა მექორწილის მაწვევარი და ეგრე უთხრა: ძლივ ერთს საქმეს შევმართე, ვირემ გავასრულებდე და ამისაგან მოვიცლიდე, არც სეფაზე წავალ და არც სატირლად მცალიან და არც ლხინს ვნახაო. რა დავათავებო, მას უკან ყველას ვიქმო.

არას კაცს კარგის მოქმედისათვის კარგი არ უქმნია და მის მაგიერ ავი მიუგია.

 

წყარო: www.aura.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი