კეთილი და გველი (იგავ-არაკი)
ერთი გლახაკი კაცი მივიდოდა გზასა. ნახა ორი გველი, ერთი შავი და ერთი წითელი, იბრძვის და შავი ერეოდა. და თქვა მან კაცმან: ამ წითელს ეჭირვება მოხმარება და მოვეხმარებიო. მივიდა, შავს გველს ჯოხი დაჰკრა და მოკლა. მოვიდა წითელი გველი, თავი ადგილზედ დაუკრა და კალთას კბილით მოეკიდა და გაზიდა. გაჰყვა ეს კაცი. ერთის კლდის ქვაბში მიიყვანა. ეგზომი განძი აჩვენა, მეფეს არა ჰქონდა იმდენი, და გამდიდრდა კაცი იგი. როგორიც კაცი შენა ხარ, ის გველიც, შენისთანა იქნება, თვარა კარგისათვის ავს ვინ უზამს კაცსა.
წყარო: www.aura.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი