მოხერხებული არაბი (იგავ-არაკი)
ბაღდადის ხალიფა დია კარგი მეჯინიბე იყო და კაის ცხენს ძვირფასად იყიდდა. დავარდა ამისი ხმა. ერთმან არაბმან ერთი ცხენი მოიყვანა, ორი ათას მარჩილად დააფასა. ხალიფამ მაშინვე მოუტანინა. მან არაბმან უთხრა: ერთს ძაძაში ჩამიყარეთ, თვარა რით წავიღოო? ჩაუყარეს და მისცეს. მოჰკრა არაბმან ვეცხლს ხელი, გარდაჰკიდა ცხენსა, შეჯდა, გააჭენა ცხენი. გამოუდგნენ სულ ხალიფას ჯარი კაის ცხენებითა. გზა და კვალი ვეღარ გაიგნეს. მობრუნდენ დაღონებულნი. მესამეს დღეს არაბი მოვიდა, ცხენი მოიყვანა. ჰკითხეს: რატომ ჰქმენო? მან მოახსენა: შორს ვიდეგ, საკიდარი არა მყვანდა რა, ვეცხლი მძიმე არის, ვერ ვზიდევდი, წავიღე და, ახლა ცხენი მომიყვანიაო. მერმე უთხრეს: ვინღა მოგდევდა, ცხენი რადღა მოგყვანდაო? მან გაიცინა და უპირობა უზრახა: კარგის პასუხად ეგ მექმნა, ღმერთი რას მიზამდაო? - თუ არაბმან იცის კარგისათვის კარგი, სხვას კაცს ვის არ ეცოდინება. ან ავს ვინ იქმს, თუ არა ღვთის შემცოდე. თვარა მისთვის მას კაცს რა კაი ექმნა, ან მან რა კაი უყო? ღმერთს მისთვის წაურთმევია და ამ საბრალოს კაცისათვის მიუცემია.
წყარო: www.aura.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი