სალამანდრა (იგავ-არაკი)


ინდოეთს არის სულიერი ერთი, რომელსა სალამანდრას ეძახიან. სადაც სააგურე ენთება, ან აბანოს სახმილი, ან საკირე, მას ცეცხლში იქმნება და მუნ იპოვების.

რა ცეცხლი მოაკლდება, მაშინვე მოკვდება მეტის სიგრილისაგან. ცეცხლის სიცხე არჩენს. 

მუნებური მეფე მის ტყავს შეიმოსს სიგრილისათვის. მას ეგეთი აგებულება აქვს, რომე ცეცხლი თუ მოაკლდა, მოკვდება და სხვას სულიერს, თუ ცეცხლი მიეხლო, დასწვავს. 

რა რიგადაც სხვადასხვა რიგი აგებულობის პატრონი მფრინველია, აგრევ სხვადასხვა რიგისა კაცია.

წყარო: www.aura.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი