გლეხი და სამი გველი (იგავ-არაკი)


ერთი კაცი ყანას მკიდა. ნახა, ორი გველი თამაშობდა. ერთმან გველმან მეორე დააწვინა, გარეშემო თვით წრე შემოავლო და წავიდა. 

მივიდა ერთი სხვა გველი. დაინახა, წრეს შიგნით ერთი გველი წევს, წრე აღარ შეშალა, შეიკუნჩხა, შეხლტა, წრეში ჩახლტა, გველი მოკლა და ისევ გადახლტა და წავიდა. 

მოვიდა მეორე იგი გველი. ნახა, თავისი ტოლი მოკლულია. მას კაცსა ცხენისათვის ალერდი დაეთიბა, ხორომად შეეკრა. მას შიგ შეძვრა და დაიმალა. 

მან კაცმან რა მუშაობა გაათავა, თივა აიკიდა, შინ წაიღო. მას ღამე გველი გამოძვრა და სულ ჯამჭურჭელი დაუშხამა და თივაშივე დაიმალა. 

მეორეს დღეს მან კაცმან მათ გველთ ამბავი ცოლს უამბო. რა გველმან მის კაცის უბრალობა შეიგნა, გამოძვრა და, რაც ჭურჭელი გესლით დაეშხამა, სულ ჩამოყარა და დაამტვრია და კარი გაიარა. 

შეიგნეს მათ ცოლ-ქმართა, რომ გველი თან მოჰყოლოდა და ახლა უბრალობისათვის ჭურჭლის დაშხამაც აცნობა და წავიდა.

წყარო: www.aura.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი