თხა და მელი (იგავ-არაკი)
რთი თხა და ერთი მელი დაძმობილდნენ და საზიაროდ ყანა დათესეს. რა მოსავალი მოუვიდათ, დია კარგი ყანა იყო. მომკეს, გალეწეს და გაანიავეს. ხვავი ცალკერძ დააგროვეს და ბზე ცალკერძ. მელმან უთხრა თხასა: ხვავი მე და ბზე შენაო. თხამან უთხრა: არა, სამართალი ასეა, ორივ შუა გავიყოთო. მელმან უთხრა: მაშ მე წავალ, ბიძაჩემს მოვიყვან და მან განგვიყოსო. ვირემდის მელი ბიძას მოიყვანდა, თხა წავიდა, ცხვრიდამ ორი დიდი ქოფაკი მოიყვანა და ბზეში დამალა. მოვიდა მელი, ერთი ასეთი მგელი მოიყვანა, თხას თვალთ დაუბნელდა. უთხრა მგელმან თხასა: ჩემს დისწულს რატომ აჩივლებო? თხამ უთხრა: მაშ რადგან მოწმად მოყოლიხარ, მეც მამა-ბიძანი აქ მისაფლავიან, მათ საფლავზე შედეგ, დაისულე და მართალი მოწამე იქმნებიო. მგელმან თხის შეჭმის ნდომით ვეღარა გაიგო რა. ბზეზე რომ შედგა, წამოუცვივდნენ ძაღლები. მელი და მისი მოწამე ისე გახადეს, შარშანდელიც დაავიწყეს, არამც თუ წლეული ეშოვნათ. - თქვენ რომ ორნი-სამნი გაბიძამამიდებულხართ, თუ ერთი მისთანა მომხმარო მეც მყვანდეს, შინდის ჯოხებს არა და უზნისასაც გაგითლი, მაგრამ მარტოკამ რა ვქმნაო.
წყარო: www.aura.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი