მეფე და მებაღე (იგავ-არაკი)
იყო მეფე ერთი და აქვნდა წალკოტი, ვითა ჰშვენოდა. მოვიდა მებაღე და მოახსენა მეფესა: - ვარდსა შიგან ბულბულს ბუდე დაუცს. მეფემ უბრძანა: - არა შერჩეს ბულბულსა მაგისი ქმნა! გამოხდა ხანი. მოვიდა მებაღე და მოახსენა მეფესა: - ბულბულმან ბარტყნი დაჩიკნა; მოვიდა გველი, ბულბულიც შეჭამა და ბარტყებიცა. უბრძანა მეფემა: - არცა გველს შერჩეს მაგისი ქმნა! კიდევ მოვიდა მებაღე და მოახსენა: - შამბსა ვთიბდი და გველი შემომაკვდა, მანგლით დავჭერ. უბრძანა მეფემან: - არც შენ შეგრჩეს! მეფემ დაითხოვნა კაცნი და ჯალაბეურ წალკოტში ლხინი მოინება. მებაღე ერთს ხეზე გავიდა და დაიმალა, სცნეს ხადუმთა, პოვეს და მეფეს მოგვარეს. მეფემ სიკვდილი ბრძანა. მებაღემ მოახსენა: ვითა ჩვენ არ შეგვრჩა ბრძანებისაებრ შენისა, აღარც შენ შეგრჩეს სიკვდილი ჩემიო! გაეცინა მეფესა და აღარ მოკლა.
წყარო: www.aura.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი