ჯოჯოხეთში დაუტევნელი (იგავ-არაკი)
კაცი ვინმე იყო ყოვლისა ბოროტისა მოქმედი და დიდად მლოცავი. რა ბოროტისაგან მოიცალის, დაიწყის ლოცვა და ტირილი. მოვიდა ანგელოზი და უთხრა კაცსა მას: ავნაქმართა შენთათვის სამოთხე არ მოგცა უფალმან და, რადგან ესრეთ მლოცავი ხარ, სამოთხისა კიდე, რაცა ითხოვო, მოგცესო. მან კაცმან ესრეთ უთხრა: – თუცა სამოთხე არ მომეცემის და სხვას სათხოვარს აღმისრულებს, ესრეთ დიდი შემქნას, ჩემგან მეტი ჯოჯოხეთში ვერავინ დაეტიოს! ეს ვეღარ უყო ღმერთმან და ისევ სამოთხე მისცა მას კაცსა.
წყარო: shemecneba.ge