ორი მოლა (იგავ-არაკი)


ორი მოლა იყო ერთსა ქალაქსა შიგან. ესრეთ მტერნი იყვნენ, ერთად ვერ მოთავსდიან, არცარა ერთად სვიან და სჭამიან. ამას ცდილობდენ, ერთი მეორესა წაეხდინა. 

დღესა ერთსა ერთი მოლა ნახეს სხვისა დიაცისა თანამწოლი. კაცთა მათ იგი მოლა და დიაცი ორნივ შეიპყრეს და ერთს ორმოსა შიგან ჩაყარეს.

ენებათ მეორეს დღეს მოასხან ყადი და მოწამენი და ორნივე დახოცონ. 

სცნა მეორემან მოლამან, მტერმან მის მოლისამან. ირბინა, მის მოლის სახლში მივიდა, მისი ცოლი მოიყვანა, მას მოლას ღამე ჩაუსვა ორმოსა შიგან და ეგრე უთხრა: მაგ დიაცის სამოსელი მაგას შემოსეო და მაგისი მაგასო, და ეგ ამოუშვიო! 

ეგრე ჰყო ყოველივე, რომელი მტერმან უთხრა. 

განთიად მოვიდა ყადი და მოწამენი და იგი მტერი მოლაცა მივიდეს. ამოიყვანეს იგი მოლაცა და დიაციცა, ნახეს. მან მტერმან მოლამან თქვა: მე ხომ ყოველნი მიცნობთ, მაგისი მტერი ვარ, მაგრამ რას ემართლებით უბრალოს, თავისი ცოლი ყოფილაო?! გაუშვეს. 

წყარო: www.aura.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი