მეფე და სიკვდილი (იგავ-არაკი)
ერთი მეფე იყო, ფიცევდა: მე სიკვდილი ეგრე ვერ მომკლავს, მეც ის არ მოვკლაო! მოიმზადა აბჯარი და ხრმალ-დარაკა. მზა უდგა სიკვდილსა. რა დღე მოუვიდა, დასნეულდა, საჭურველი ახლოს დაიწყო. რა შეწუხდა, ხელი ხრმალს მიჰყო, ვეღარ ამოიღო. აგინა სიკვდილსა და უთხრა: ეგ რა მამაცობა არისო? კაცს პირველ ღონეს წაართმევ და მერმე მოჰკლავო. თუ გულოვანი ხარ, პირისპირ შემებიო!
წყარო: www.aura.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი