სანამ წავალ


ღამის ზუსტად 2 საათი
მე, კალამი, ფურცელი და მთვარე
იცი მე შენთან ყველანაირი ურთიერთობა დავამთავრე?!
მაგრამ …
მაგრამ მაინც ვგრძნობ შენს გულის ბგერებს
და თან უკვე ვხედავ შენს ცხოვრებაში
ლამაზ ლამაზ ფერებს
ვხედავ ღიმილს, ვხედავ იმედს
ვგრძნობ რომ სანამ წავალ
ერთხელ მაინც გამიღებს
მე დავტოვებ ლამაზ ყვავილს
და დაგითმობთ ასპარეზს
იცით მთვარე რომ იტირებს?
რომ იტირებს ამ ღამეს
ჩამოვჯდები სადმე ხესთან
დამიმშვენებს ცა ხედს
წვიმა დაიწყო და ახლა ის
გრძნობებისგან განმწმედს.
ჯობდა მართლა არ დამეწყო
და არ მეთქვა შენთვის
რასაც ამ ლექსში ვერ გაიგებ
შენი გული გეტყვის.
ალბათ მალე ძაფებს გავწყვეტ
და დავტოვებ ბაღის ეზოს
დაგიტოვებ საკმარის წყალს
რომ შენს ყვავილს ეყოს.
გავუდგები უცხო ბილიკს
მოგონებებს შევკრავ კონად
ეს ისეთია ძვირფასია
არც კი მიღირს მოსაყოლად.
და აი ისიც მოხდა
სევდიანმა ჩიტებმა დაიწყეს ჭიკჭიკი ისევ
წავალ სანამ შენს ყურადღებას 
რაიმეთი მივიქცევ
…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი