წვიმდა


ბევრჯერ დავიწყე ამ ლექსის წერა
ბევრჯერ ვეცადე გულიდან ამომეღო ყოველი სიტყვა
და დამედო მაგიდაზე
შემდეგ დამეწყო მათი შეგრძნება
შემეგრნო ყოველი გარიჟრაჟზე
წვიმდა
წვიმდა და მოგონებებს ასველებდა
ერთმანეთს ერეოდნენ წვეთები და გრძნობები
როგორ მინდოდა გამეგო თუ მე შენ მიყვარხარს
როდის გამაგონებდი
მესმის, მესმის ძნელია ჩემი გაგება
ზოგჯერ ძნელია ჩემი გაძლება
ვფიქრობდი
ვფიქრობდი ბევრს ოღონდ ნუ მკითხავ ვისზე
ფიქრისას ვგრძნობდი უფრო და უფრო 
თუ როგორ მიყვარდი
ფიქრს ჩავჭიდებდი ხელს და არც კი ვკითხავდი
თუ სად მივყავდი
იქვე სადღაც იასამნისფერ ბაღში
შენ ფორტეპიანოზე უკრავდი
ვგრძნობდი თუ როგორ სცემდა შენი გული
როგორ ერეოდა ბგერებს შენი გრძნობები და განცდა
ღამის 3 საათია, უფროსწორად 3 ს გადასცდა
წვიმდა
წვიმდა და შენზე ფიქრი მკლავდა
ავიხედავდი ცაში და ცაც ჩემსავით ღელავდა
ზოგჯერ მეგონა ეს ყოვილევე ბოლოს მომიღებდა
მომკლავდა
წვიმდა
წვიმდა და ფიქრებით შენთან ვიყავი
როგორ მინდოდა ამ დროს შენთან მოვსულიყავი
და
ჩაგხუტებოდი, გულში ჩამეკარი
რას ვლაპარაკობ, მე ხომ მშიშარა ვარ
მე ხომ გულის უკანა მხარეს ავეკარი
ამ დროს ძნელია ვიპოვო რითმა
ისიც იცოდე რო გადამაგდო მუზამ
ჩემმა ხელქვეითმა
არვიცი ჩვენი შეხვედრა რამ გადაწყვიტა
ალბათ სასწაულმა შემთხვევითმა
წვიმდა
და ფიქრი ისევ და ისევ მკლავდა
დრო ფიქრსა და მოწევაში გამყავდა
ვცდილობდი და თავი ხელში ამყავდა
ზოგჯერ ვფიქრობდი თითქოს შენი თავი
ჩემს გვერდით მყავდა
გვერდით ვიჯექით ერთად
ვუცქერდით ვარსკვლავებს როგორც იმ ნახატში
და დრო გაგვყავდა ერთმანეტის ცქერასა და კამათში
ხო როგორც ყოველთვის
გაგეცინა?
ასე მგონია
ვიცი ჩემი სიტყვები ბარათაშვილთან მონაგონია
მაგრამ ამას გულით ვწერ
მარტო ამას კი არა უამრავ ლექსს დაგიწერ
წვიმდა
წვიმდა და ქარმა დაიწყო გვინმა
ფიქრი შენზე მკლავს და ფიქრსისას ჩემს გულში
ხან ცეცხლია, ხან ქარია ხანდაც კი ყინვა
და კიდევ მესმის
მესმის როგორი ძნელია
და ჩემთვის თუ რაოდენ გრძელია
მაგრამ რას ვიზამთ სიყვარულიც ხომ ამას ქვია?
მე მართლა მიყვარხარ არ გეგონო თვითმარქვია …

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი