ჯელტმენი


ამბობენ რომ საუკუნეს დაკლებია გმირი,                                                                                                ეს მსოფლიო მოუცვია ღალატსა და ტკივილს,                                                                             დღეს სიყვარულს დაუკარგავს კიდეც თავის ფასი,                                                                       და ამ გრძნობის იმიტატორს გაჰყოლია კვალში.                                                              ამბობენ რომ არცერთ მათგანს...                                                                                                          რომ, არცერთ მათგანს შერჩენია ჯელტმენის კვალი,                                                                   როგორც ერთადერთ, რომანტიკოსს,ბეჩავს და მაინც,                                                                     მინდა მჯეროდეს არსებობის, გრძნობების არსის...                                                                         რა არის ნეტავ ის რის გამოც გული გავყიდეთ?                                                                           წრფელი გრძნობები ნაკუწ-ნაკუწ როდის დავფლითეთ?                                                                    რად დაუკარგავთ დღეს ამ ბიჭებს შეგნება იმის,                                                                  ახალგაზრდობა წლებთან ერთად სწრაფად რომ მიდის,                                                                       რომ ჩვენს გრძნობებზე მორჩებოდნენ უგულოდ თამაშს,                                                                                               და არცერთ გოგოს არასოდეს ეძახდნენ ნაშას.                                                                                                             შარვლის ტარება კაცობაზე სულ არ მეტყველებს,                                                                               კაცად იმას ვთვლი ვინც იცის დღეს ქალების ფასი,                                                                                 რომელი კაციც ვაჟკაცობას შარვლით იჩემებს,                                                                         გახსოვდეთ ერთი- რომ დღეს ქალებსაც გვაცვია მსგავსი.                                                                         თქვენ მეუბნებით, რომ არ შერჩა მსოფლიოს არც ვინ,                                                                  ვინც წრფელი გულით, მთელი გულით შეგიყვარებს, გრძნობის  ზვირთებად,                                                                                          
 ვინც გაგაღმერთებს, ხელისგულზე ლოცვით გატარებს,                                                                     და თავის სიტყვას წლებთან ერთად იტყვის რითმებად.                                                                      და მაინც გეტყვით რომ მსოფლოს არა აქვს ნაკლი,                                                                                                          და ჯელტმენობის სიჭარბეც კი ეტყობა ხმაში,                                                                                  და როცა ბიჭი დარდს იკლავდა სიგარის კვამლში,                                                                            რად ეწევაო?კითხვას სვამდა გოგონა ხალხში...                                                                    ვიცი ამქვეყნად ბევრს შეხვდები არაკაცს, მახინჯს,                                                               და ვიმედოვნებ ბევრსაც ნახავ ჯელტმენს და მაინც,                                                                   და სულ უეცრად ჯელტმენურად შეგიშრობს ცრემლებს ,                                                         და შენთან ერთად გადაივლის დათოვლილ ტყემლებს,                                                                 ასევე ბევრჯერ დაგიტოვებს კარებთან ვარდებს ,                                                                                    და შენთან ერთად გაიზიარებს ტკივილს და დარდებს.                                                                მომენტი როცა დაგიტოვებს ლოყაზე ამბორს,                                                                                     მოგცემს პირობას რომ აღარასდროს დაგთოვებს მარტოს,                                                        თქვენ გოგონებო იმ წუთებშიც კვლავ  მეტყვით  რამეს?                                                                                         როცა ჯელტმენი მოგიმშრალებთ ცრემლიან თვალებს....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი