ყველაზე მთავარი


გაზაფხულს, როცა აყვავდა ნუში, და ეზოს ლურჯად მოედო ია,                                                                                                                              მე დავინახე ის ერთადერთი,  და მას დღეს ჩემი სიცოცხლე ქვია.                                           ბევრი იფიქრებს გავგიჟდი ალბათ, რომ რომანტიკა ერევა ტალღას,                                         გონებით სადაც არ უნდა ვიყო, ფიქრებით მუდამ მის სახეს ვხატავ .                                       ვინ იცის, ვინ მეტყვის რას ვგრძნობ და განვიცდი,                                                                      ჩემს გულში ცუნამის, გრიგალის ჯარია                                                                                                    და მე მსურს, თუ არ მსურს, კითხვების გარეშე, მუცელში ვეება პეპლები დაქრიან.                                                                           
 სწორედ იქ იყო სადაც არ ველოდი, თითქმის დავივიწყე, რა ხანი გავიდა,                                                                                                 
 მაშინ აფანცქალდა სწორედ ჩემი გული, და კვლავ მის სევდიან თვალებს გაეკიდა,                                                                                 
  რომ არ ყოფილიყო და ვერც შემემჩნია, ინიციატივის დიდი ნაპერწკალი,                                                                                        ვერცკი გავბედავდი იმის გაფიქრებას, რომ იქნებ დაიწყოს ლამაზი ზღაპარი.                                                                                                         ახლა რომ მკითხოთ მიყვარს,თუ უბრალოდ,დროებით მოვისხი გრძნობების მანტია, პასუხი არამაქვს კითხვაზე რა მინდა, და ეს დროც ძალიან, ძალიან ზანტია.                                                                       ვიცი ბევრი ფიქრობს, რომ ვარ სულელი და,რომ დღემდე მე მჯერა ლამაზი ამბების,                                                                                    
 რომ ამ ცხოვრებაში მწარე რეალობა, ანტიპოდია პრინცებზე ზღაპრების.                                                                                                მე კი ვიტყვი მხოლოდ ერთს და დავამთავრებ,                                                   მოვრჩებიგრძნობების ბაასით რწმუნებას,                                                                                       რაც ღმერს დაუწერავს კაცი როგორ წაშლის, რაც მოსახდენია ისედაც მოხდება.                                                                                                      მისი დანახვისას გული გიჩქარდება, და აგებ შენივე ოცნების სამყაროს,                               გული გაუღე და ისე შეიყვარე, შენმა სიყვარულმა ხელით, რომ ატაროს.                                                                                                      ვიცი რომანტიკა ზოგჯერ მეძალება, სევდიან თვალებსაც  ლოდინი გადაღლის,                                                                                  
გრძნობით შემოხედვა სიტყვებზე ბევრია……                                                                          
და სიყვარულია ყველაზე მთავარი....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი