გზა სიყვარულისკენ


როცა შუაღამით, მთვარის ყურებისას,                                                                                      ცრემლი დაგიფარავს ფახულა წამწამებს,                                                                                             არ თქვა, რომ ეს მხოლოდ სენტიმენტებია ,                                                                                      და რომ შენ ეს გრძნობა ახლაც არ გაწამებს.                                                                                                                   ამას ვერ დამალავ მერწმუნე ძვირფასო,                                                                                                ეს გრძნობა გაიკვლევს გზას თავის ძალებით,                                                                                         და სულ რაც არ უნდა ამდენს უარყოფდე,                                                                              შეყვარებული ხარ შენ მთელი არსებით...                                                                                              შენ ალბათ არ იცი ეს გრძნობა ღვთიური,                                                                      უფლის წყალობა და დიდი ნიჭია,                                                                                                        ხელს ნუ კრავ, იბრძოლე შესანარჩუნებლად,                                                                                                                            რადგან სიყვარულზე მოთხოვნა დიდია.                                                                                      შენ ალბათ ჯერ კიდეცვ ვერ ხვდები რამხელა,                                                                                    ნიჭია იცოდე ამ გრძნობის ფასი,                                                                                                                     შენი ცხოვრების ნაცრისფერ ფერებს,                                                                                                            რითმებად რომ ცვლის აკორდთა ჯარი                                                                                            .გრძნობების ქარაშოტს მიენდე ბოლომდე ,                                                                   სიცრუეს არ მისცე უფლება დაგახრჩოს ,                                                                                         სიყვარულს ყოველთვის ცრემლი, რომ მოჰქონდეს,                                                                            შენ მაინც ამ გრძნობის რითმებზე აგაწყობს ...                                                                          შეყვარებული ხარ ჩემო საყვარელო?                                                                                                            და გულიც გიკვდება უღმერთო დარდებით,                                                                                                     იმ ერთს დაელოდე , რომელმაც იმღამეს,                                                                                                          მთვარიან ღამეს შეგიშრო თვალები

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი