იმედის ფიქრით


ძნელია როცა შენს თავს ვერ ნახავ 
და დაბნეული დაიარები,
ძნელია როცა თავს გრძნობ ეულად 
ჯანსაღი აზრი ფიქრად არ მოგდის.

კარგსა და ცუდსაც ერთი ფასი აქვს
და აზრში მხოლოდ დარდი ბატონობს,
დარდს არ დანებდე იპოვე გზა და
შენს სულში ლანდად არ აბატონო.

შენ თვითონ შენში იპოვე ძალა,
რომ ძლიო დარდი უხმოდ მეტყველი,
იმედის ფიქრი მოიხმე მგზავრად
და ფეხზე ისევ მყარად დადექი.

დაძლიე შენს თავს და გულს უთხარი,
რომ სნეულებამ გადაიარა,
ძნელია, მაგრამ შენ უნდა შეძლო 
და მოიშუშო ყველა იარა.
                      თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი