ქალი?
ქალი ფიქრის ზღვაა, ქალი დიდი გზაა, იგი უსასრულო სივრცის დაპყრობაა, მისთვის არ არსებობს დაბრკოლების ბადე, თუ მას სიყვარულით გრძნობებს გაუმჟღავნებ. ქალი სინაზით და ქალი სისპეტაკით ძლიერ ერთგულ გრძნობის თანაზიარია, მისი სამკაული, ბედის სასწაული სიყვარულის გრძნობით სავსე თვალებია. ქალი დაგამშვენებს, ქალი აგაშენებს, თუკი სიყვარულის კოშკებს ააშენებს, გულით გაგახარებს, რწმენით გაგამრავლებს თუკი გრძნობის მარცვალს გულში ჩაასახლებს. ქალს თუ მიენდობი, ქალს თუ დააფასებ, ორგზის გიერთგულებს, ცამდე აგამაღლებს, ის ხომ მზეს შეჰხარის გულს თუ დაანახებ, თავის ნათელ სახეს ჩრდილს არ ააფარებს. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი