დედა მზეა
დედა მზეა შვილის გულში ჩაბეჭდილი, მოგიზგიზე იმედების ამნთები. დედა დღეა შვილის თვალში მოელვარე, სიხარულის ნაპერწკლების გამჩენი. დედა მთაა, მთა ფიქრებით დაღარული, ძლიერი და სალი კლდისებრ მაგარი. დედა გზაა, ოცნებების სკივრით სავსე, შვილი- მისი ახდენილი ზღაპარი. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი