შენ არ იცი რა იქნება ხვალ
შენ არ იცი რა იქნება ხვალ, ფრთებს გაშლი თუ ჩაეშვება მზე, არ იფიქრო რა გექნება აქ, რით შეხვდები მარადიულ დღეს. შენ არ იცი რა იქნება ხვალ. ფოთოლცვენის როდის გიდგას დღე, იხარე და გაახარე სხვაც, დაინახე წრფელ ღიმილში მზე. შენ არ იცი რა იქნება ხვალ, რას გიმზადებს ხვალინდელი დღე, სხვისთვის ნანატრ ფერად ფერად სურვილს უსათუოდ შეგისრულებს შენც. ჩვენ არ ვიცით რა იქნება ხვალ, იმედებით მივენდობი ბედს, ბედნიერი მომავალის ფიქრით გავითენებ ჩემს ხვალინდელ დღეს. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი