იმედის ვარსკვლავი
როდესაც ცაზე ვარსკვლავი ქრება ამბობენ სადღაც სიცოცხლე წყდება, ვარსკვლავის ბოლო გაელვებაზე ვიღაც სურვილთა ჩანაფიქრს ჰყვება. სადღაც საწყისი და დასასრული ერთ დღეს ერთმანეთს უცილოდ ხვდება, უიმედობით ჩამქრალ თვალებში, ხშირად იმედის ვარსკვლავი ჩნდება. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი