ჩემი იმერლები
ჩემი იმერლები?.. ასეთია - ხალხი მოფერებით მოსაუბრე, სიტყვაწყლიანი და ხმიანია, გულს რომ სიყვარულით აგიდუღებს. ჩემი იმერლები?.. იმგვარია ცრემლს რომ ნამის მძივად გადმოგიფრქვევს, ბაგეს სალანძღავი სიტყვის ნაცვლად თაფლით ნაზავ სიტყვებს გზად დაგიფენს. ჩემი იმერელი?.. ასეთია სიტყვად თავს დაგაყრის ქვას და ყინულს, მერე უცაბედად გაგიღიმებს ენას გადმოადენს შაქარ-ყინულს. მხოლოდ იმერელმა იცის სიტყვით გული როგორ უნდა გაგიმრთელოს შენიჭირიმეს და გენაცვალეს უცხოს სხვა ვინ ეტყვის საიმედოდ. ჩემი იმერლები?.. ასეთია ხალხი მოფერებით მოსაუბრე სიტყვაწყლიანი და ხმიანია გულს რომ სიყვარულით აგიდუღებს. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი