სიყვარული იბადება


გრძნობ რომ შენში რაღაც ხდება 
სასწაული როცა დგება
სიყვარული შემოგიღებს კარს.
თითქოს წუთი წამი ხდება,
დროის აღქმა გეკარგება
და გრძნობები არ განებებს თავს.
დღე და ღამე ერთი ხდება,
ფიქრი სადღაც იფანტება
და პასუხის მოლოდინი გკლავს.
სიყვარული იბადება
როცა გული გულს შეხვდება,
სულში ღელავს მოლივლივე ზღვა.
თუკი გრძნობა დაწყვილდება
და გიღიმის ბედისწერა
განთიადსაც გაუსწორებ თვალს.
ყვავილობის ჟამი დგება,
სულში გაზაფხული დგება,
როცა გულში სიყვარული გწვავს.
                  თამარ გელაშვილი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი