თავდაჯერებით მარცხს დავამარცხებ


მომავლისთვის გეგმებს ვსახავ,
ჩემს ოცნებას ფრთებით ვავსებ,
რაც მწამს, რასაც გულით ვნატრობ
უსათუოდ ავისრულებ.

მჯერა, მეტად გავლაღდები
მარცხის შემდეგ წამომდგარი,
ვერ ჩამიხშობს წინსვლის სურვილს
ამ ცხოვრების ქარიშხალი.

არ მსურს ვინმემ ჩემს ჩანაფიქრს
ეჭვის ჩარჩო შემოავლოს,
მომავალი ჩემია და
მსურს, რომ წინსვლით გავიხარო.

ძნელი არის როცა გეგმებს 
ვიღაც თავქვე გიყირავებს,
მაგრამ ამის შემწევს ძალა,
რომ სხვის ნებას ბრმად არ დავყვე.

ჩემგან სავალ ყველა ნაბიჯს
ვფიქრობ თვითონ გავიკვალავ,
ზოგჯერ სადღაც დავიჩოქებ,
ბევრჯერ წინსვლის ნაბიჯს წარვსდგავ.

ოცნებაში არ დავფრინავ,
სურვილს საქმით ვეშველები
და ამიტომ ჩემს მომავალს
სიხარულით ვეგებები.
                       თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი