ამ მთაგორებს
ამ მთაგორებს, ფუნჯით ძნელად დასახატებს, ამ ველმინდვრებს,მტრისგან ბევრჯერ ნანადირებს, ამ ჩანჩქერებს, მთიდან ცრემლად დანადინებს, მე ვადიდებ, მე ვაღმერთებ, მე ვადიდებ. ვერ გადმოგცემთ, ვერ აგიხსნით, ვერ აგიხწერთ, აქ სიცოცხლით ზეცა გავსებს, წყარო გიმღერს, აქ სიკვდილსაც თითქოს თავის სათქმელი აქვს, მთის ჩანჩქერი ღვთიურ ცრემლით დაგიტირებს. ამ ცას მშვიდ ფერს, ზურმუხტის და ბროლის ქვის ფერს, ამ ზღვას, მზისგან ალისფერად მოლივლივეს, ამ ქარს, თითქოს საიდუმლოდ მოღიღინეს, მე ვადიდებ, მე ვაღმერთებ, მე ვადიდებ. როგორ გითხრათ, როგორ მხიბლავს როგორ მიყვარს, მე ამ ქვეყნის ყველა მხარე, ყველა კუთხე, აქ ცხოვრებას სხვანაირი ელფერი აქვს, ცა გამშვიდებს, მთა გამუნჯებს, ქარი გიმღერს. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი