ახალგაზრდობა
ახალგაზრდობა, ქვევრში სულის მაჭრის დუღილი, ახალგაზრდობა, ხანა როცა დიდი გული გაქვს, როცა სიძნელეს ეჭიდები მსუბუქ ნივთივით და სიმარტივეს ზოგჯერ ძალზე მძიმე ტვირთი აქვს. ახალგაზრდობა, აღელვებულ სისხლის ქუხილი, ახალგაზრდობა, მეგობრისთვის გულის გაყოფა, აზრთა ქაოსი, შეჭიდება პირველი გრძნობის, უძილო ღამე და ფიქრებთან ღამის გათევა. ახალგაზრდობა, ჟამი როცა თესავ სიკეთეს, სხვის სიხარულში თვითონ პოვებ ბედნიერებას, ახალგაზრდობა, სიხარულის ალალი განცდა და სულში დიდი იმედების მწვერვალთა გროვა. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი