ნისლო, რას მალავ?


ნისლო, რას მალავ, რამ დაგამძიმა,
ცას რომ მოსწყდი და მოხვედი ბარად,
იქნებ მთის ცრემლებს გადაეფარე
და მოევლინე მოტირალს ფარად.

ნეტავ რას მალავ თეთრი ფერებით,
მაგ თალხი კაბით რა სევდა დაგაქვს,
ზეციდან მთის წვერს რომ ეფინები
ალბათ გიამბობს ამ ქვეყნის ამბავს.

შენახარ მისი მესაიდუმლე,
ნისლო მოსულო ზეციდან მთასთან,
ის შენთან გულის კარის გამხსნელი,
შენ მისი უტყვი მეგობრის კალთა.

იქნებ დაღარულ მთათა იარებს
შემოეხვიე კალთაზე წამლად,
მთის ფერდობს ნაზად მიეალერსე
და შემდეგ ცის თაღს აჰყევი მარდად.
           თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი