ბუნების საგზალი


როცა ბუნება საგზალს მომართმევს
და მატკბობს მთათა ხავერდოვნებით,
როგორ დავბრმავდე, როგორ დავმუნჯდე
და არ მიუძღვნა ლექსის სტროფები.

ყვავილს არ უთხრა რომ მშვენებაა,
სულის და ხორცის დამატკბობელი,
ზეცას ავხედო და არ შევწირო
სულ ერთი სიტყვით სამადლობელი.

ეს ის გრძნობაა რასაც ვერ ვმალავ,
ბუნებით ტრფობას რომ ვემონები,
მავსებს და მხიბლავს ღვთის სამკაული,
კოხტად მორთული ეს მთაგორები.
                       თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი