ორი სახე
ორი სახე აქვს ადამიანს, შიგა და გარე, ზოგჯერ ორივე ერთ აზრზეა, ზოგჯერ კი სხვაზე, ბედნიერია როცა ერთ აზრს ორივე ავსებს, ენაც მას ამბობს, რაც სულს სურს და სიმშვიდით გვავსებს. მაგრამ, როდესაც ამ ორს შორის იწყება დავა, სახის ერთ ნაწილს სიყალბე კლავს, მეორეს განცდა, ორივეს დარდი ერთი არის, დამალოს სახე, შიგნით მოტირალს გარეთ ლხინის აუკრავს ბადე. ჰო, სამწუხაროდ ძლიერ გვიჭირს დარდის გამხელა, როცა წუხილი სულის ნაწილს გვიფორიაქებს, ვერ ვამბობთ იმას რაც სულს წამლად მოეფინება, და ამიტომაც ბედნიერის ღიმილს ვიფარებთ. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი