დედაშვილობა


ჩემთვის ისევ ის პატარა ნერგები ხართ
გაზაფხულზე კვირტს რომ ნაზად  გააღვიძებს,
იასამნის საამური სურნელი ხართ
ბუნებაში საამო სუნს რომ აბკურებს.

ბულბულის და შაშვის ტკბილი გალობა ხართ
ბაღში ვარდს რომ თკბილი ხმებით გააბრუებს,
ჩემი ფიქრის მალამო და ფიქრის გზა ხართ
ყოველ დილით იმედით რომ გამაღვიძებს.

დილის ცვრიან ბალახებში მზის სხივი ხართ
გაშლილ ყვავილს ცრემლს ნაზად რომ შეუმშრალებს,
ძლიერ სხივად მოევლინეთ ჩემს ცხოვრებას
და სიცოცხლის უკვდავება დამანახეთ
                                            თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი