როცა სიჭაბუკის რეკავენ ზარები


როცა სიჭაბუკის რეკავენ ზარები,
როცა სიხარულის ფერები კრთებიან,
როდესაც ზეიმობ სულის გაცოცხლებას,
სამყაროს როდესაც ლამაზი ფონი აქვს,
გინდა რომ სიმღერის  გესმოდეს ჰანგები,
რომ ყველგან გიწვევდეს დროის ჰარმონია,
გინდა რომ აუშვა სიცოცხლის აფრები
დინებას მიანდო ტკბობის აგონია.
წლები სიჭაბუკის ქარივით ჩაივლის
გაჰყვება ლაღობა თითქოს არც გქონია,
დატკბი სანამ გსტუმრობს ცხოვრება ხალისით,
სიცოცხლის სადავე  სანამ შენს ხელშია.
მიუშვი სანამდეც ლამაზად გაივლი,
რომ შეძლო სიცოცხლის გზების დამშვენება,
ხანმოკლე საწუთრო ვით ჩამავალი მზე
სულ ერთი წუთითაც არ დაგელოდება.
                                                   თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი