ზოგჯერ გაფუჭებულ საათს სწორი დრო აქვს
ზოგჯერ უგულოსაც სტუმრობს გულის დარდი, ზოგჯერ გაფუჭებულ საათს სწორი დრო აქვს, თბილი გაზაფხული ზოგჯერ მაშინ გწყალობს როცა გულში ზამთრის გრძელი ღამე დგება. ზოგჯერ უიმედოს ბედი გაგიღიმებს, ზოგჯერ სიხარულსაც სტუმრობს დიდი სევდა, სულის სიახლოვეს მაშინ მეტად იგრძნობ როცა განშორების წუთი გესტუმრება. ზოგჯერ გგონია რომ ბედმა დაგივიწყა, ზოგჯერ გაღიმებაც დიდი სიყალბეა, ბნელ ღამესაც ახლავს ზოგჯერ განთიადი, გეტყვის გაიღიმე, ახლა შენი დროა. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი