ცელქი ფოთოლი
ხმელი ფოტოლი შემოდგომის ქარს აედევნა, თვალი შეავლო შემოდგომის ლხინში ჩართულებს, მარანს დახედა, რთველის სუნით გაბრუებულმა, გზა დაულოცა მარჯვე ხელებს საქმით გართულებს. სიმინდის ყანებს გადუქროლა ცელქმა ნიავმა, მძივად ასხმული თეთრი ტარო აჩენდა კბილებს, ვაშლებს შეხედა ლოყაჭითელ ბავშვებს რომ ჰგავდნენ, საბძელს ესტუმრა ბარაქიან ხელით ნაგროვებს. ღობის ნაპირზე მიესვენა ცელქი ფოთოლი, თქვა შემოდგომა არც თუ ისე ცუდი ყოფილა, მერე რა თუ კი ხმელ ფოთლებად გადავიქცევით, შემოდგომიდან გაზაფხული არცთუ შორი ჩანს. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი