დუმილით თქმული


არაფრის თქმაში ხშირად მეტი ითქმის სათქმელი,
არაფრის თქმაში ზოგჯერ სიტყვა მეტად ჟღერადობს,
დუმილით ნათქვამს ვის თვალშიდაც არააქვს ფასი
არ ღირს რომ მისთვის დაიღვარო სიტყვების წყაროდ.

ბევრის მთქმელია შეგონება უსიტყვოდ თქმული,
როცა თვალთაგან გეღვენთება სხეულში სითბო,
სიტყვების ზღვაა დუმილისგან ნათქვამ სიტყვებში,
ზღვა სათქმელს ამბობს ეს უსიტყვო დუმილი თითქოს.
                                     თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი