ხმა გმირებისა
ეს მიწა ჩვენია, ეს ზეცა ჩვენია, აქ ჩვენი მომავლის სიცოცხლის ღერძია, ეს მიწა ჩვენია, ჩვენი ძარღვებია, აქ ჩვენი წინაპრის უხრწნელი ნეშთია. ეს მიწა ჩვენია! აქ ჩვენი ფესვები და ჩვენი გენია, აქ გმირის საფლავზე ნაკვეთი ლექსია, დედისგან დაღვრილი უშრობი ცრემლია, რწმენით დაღვენთილი სანთლების წვეთია. ეს მიწა ჩვენია! ეს მიწის მტკაველი, სხვისთვის სულ ერთია, ჩემთვის კი ვალმოხდილ გმირების ფერფლია, მთის ნაპრალს ნადენი ანკარა წყარო კი, სატრფოსგან დაღვრილი ალალი ცრემლია. ეს მიწა ჩვენია! ჩვენს გმირებს მუხისებრ მძლავრსა და ფესვიანს, ეს მიწა საფიცარ ხატად უქცევიათ, და ბოლო სიტყვები , მათ ბაგეს მომწყდარი, ოქროს ასოებით გულზე აწერიათ ეს მიწა ჩვენია! თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი