უნდა შეგეძლოს სცენის დათმობა


უნდა შეგეძლოს სცენის დათმობა
სანამ ლოჟიდან ტაშის ხმა ისმის, 
ლამაზად წასვლას თავის ეშხი აქვს 
როდესაც რაღაც ეტაპს გაივლი.

ფოთოლცვენასაც თავის ხიბლი აქვს
 როცა ლამაზად წყდება ფოთოლი,
 მან თავის წვეთი ბევრჯერ დაცალა 
და ხიდან ნაზად ნარნარად მოდის.

თუ გსურს პუბლიკას შენი სახელი
ახსოვდეს როგორც დაუშრობელი,
დროული წასვლით ტოვებ შენს ხსოვნას
 და რჩები როგორც დაუჭკნობელი.
                     თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი