0 44

სიმართლეს ქვეყნად თავის ფასი აქვს


სიმართლეს ქვეყნად თავის ფასი აქვს,
ტყუილიც ზოგჯერ დიდ მადლით ფასობს,
უწყინარ ტყუილს არ იპყრობს ცოდვა
თუ ტყუილს მართლის სალხინოდ ხმარობ.

არსებობს ზოგჯერ ტკბილი ტყუილი
მას აკისრის თავის მისია,
იმედ წაშლილის გულის მალამო,
ეს დიდი ტვირთი მას აკისრია.

არ ვწყალობ ტყუილს, ტყუილს ცოდვიანს,
სიმართლეს ქვეყნად დიდი ფასი აქვს,
მაგრამ როდესაც სიკეთეს სტუმრობს
ტყუილსაც მართლის მადლი ასხია.
                             თამარ გელაშვილი
კომენტარები (0)