ჩემი დედულეთი


აქ ჩემი ბავშვობა მეძახის,
მომიხმობს წყაროს ხმა ანკარა,
აქ დროის წამზომი ჩერდება,
ბავშვობის ციმციმებს შარაგზა. 

კალო და კაჟის ქვაც გულს მითბობს,
კალთებს რომ მახევდა გზადაგზა, 
მინდვრიდან მოსული ბავშვების, 
ხმა მიხმობს მეძახის წანწალას.

ღელის პირს კენჭებს რომ ვეძებდით
და რომ ვმეგობრობდი ტალახთან, 
აქ სწორედ ის ღელე მომიხმობს 
ბავშვობის წვეთებით დამნამავს.

კოცონზე შემწვარი სიმიდი
გვიხმობდა ბავშვების ამალას,
აქ ჩემი ბავშვობა მეძახის 
ერთად გავუყვეთო შარაგზას.
             თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი