თავისუფლება...


თავისუფლება...

თავისუფლება ტვირთი ჭკვიანთა,
ბრიყვთათვის დროის სატარებელი,
გვაკისრებს ვზიდოთ მართლის სინდისი
და ვიყოთ ჩვენი თავის მმართველნი.

მზესა და მთვარეს თავის გზები აქვს,
ეს მისი გზაა ზეცად სავალი,
ჩვენ კი მოდგმა ვართ ადამიანთა
და გვსურს, რომ ვიყოთ თავისუფალი.

არ ველი მდელოს ვარდით მოფენილს,
როცა წინ რთული ბილიკებია,
ვიცი, გავიტან ბოლომდე ლელოს,
თუმც გადავივლი მინდორს ეკლიანს.

არ მსურს მუდმივად უკან დახევა,
ჩემი სავალი წინსვლის გზებია,
ზოგჯერ თუ სადმე წავიფორხილებ
ეს შეფერხებაც ჩემი ხვედრია.

დღევანდელ დღისგან იმედებს ვეძებ
და მოკრძალებით ვიხსენებ წარსულს,
მან თავის ტვირთა მძიმედ გასწია
და დაულოცა ხვალის დღე გზასწორს.
                     თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი