მე შემიძლია


ყველგან იმედის ეძიე სხივი,
უძლურ ფიქრისთვის იყავი ტყვია,
დამარცხებიდან გამარჯვებამდე
მარჯვედ სავალი ბეწვის ხიდია.

გამარჯვებისკენ სავალ ბილიკზე 
დაბრკოლებების რიგი დიდია,
მიზნის მინდვრისკენ გზად მიმავალმა
შენს თავს უთხარი მე შემიძლია.
      თამარ გელაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი