ვისაც ჩემი წარმატება ჩემზე მეტად უხარია


ვისაც ჩემი წარმატება 
ჩემზე მეტად უხარია,
ვისაც ჩემი დაბრკოლება 
გულზე ხვდება როგორც ტყვია,
მცირე დროით განშორება
საუკუნედ მიაჩნია,
თუ ვერ მხედავს ვიცი მისთვის 
არის სევდის მიზეზია.
ნეტავ ასე ვის ვაფიქრებ,
ვის ვახსოვარ გულით მზიანს,
ალბათ ხვდებით, ამ ქალს ჩემი
უთბილესი დედა ჰქვია.
            თამარ გელაშილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი