ომი და დევნილი ბავშვები
მინდა მშვიდობა და ჩემი მიწა, დედის ხელები დღეს ვეღარ მიცავს, ზეციდან მხოლოდ ტყვიების წვიმა, მიწაზე ჭურვის ძლიერი გმინვა. მე ჩემს მიწაზე მშვიდობა და ღიმილი მინდა. ნეტავ სად მივალ? ნეტავ სად მივალ? მარტო ვარ უცხოდ, ცრემლიანი, არსად მაქვს ბინა, ყველა ნაბიჯი მე მაშორებს მშობლიურ მიწას. მზე მოწყენილი მიმაცილებს და გული ტკივა, დედა შორსაა, დედამიწას ცრემლები სცვივა. ამ სამყაროში დედის ხმა და ღიმილი მინდა, მე კი შორს მივალ,მე კი შორს მივალ. ---------------------------------------------------------------- დღეს ყველა დედას თქვენს ნახვაზე ცრემლები სცვივა, მალე პატარავ, გათენდება მშვიდობის დილა. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი