მეგობარი
მეგობარია- ვინც შენს სათქმელს უსიტყვოდ ხვდება, მწუხარების დროს შესწევს ძალა გვერდით დაგიდგეს. მეგობარია- ვინც სიხარულს თვალებში გამჩნევს, შენს ლამაზ დღეებს კიდევ უფრო გაგიხალისებს. მეგობარია- ვინც შეცდომის არ მოგცემს ნებას, თვალს არ დახუჭავს და დროულად გამოგაფხიზლებს. მეგობარია- როცა გილხინს ან როცა გტკივა პირველი სათქმელს მას მიანდობ და გულს გაუღებ. მეგობარია- ვინც იცის თუ რა როგორ გითხრას, სურს დაგანახოს ნაკლი რასაც გამოასწორებ. მეგობარია- ორი დიდი სულის პატრონი, ერთურთს სულს და გულს უპირობოდ რომ უნაწილებს. თამარ გელაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი